პროექტის მთავარი იდეა[თემა]1-2წინადადებით:მოსწავლეები გაეცნობიან ქართულ ფოლკლორს, ინსტრუმენტებს და მათ ისტორიას გეგმავენ პრეზენტაციას და ინაწილებენ ფუნქციებს
პროექტის აქტუალობა:ქართული ფოლკლორი ქართული სულიერების მატარებელია და ამ სულიერების გაღვიძება მოსწავლეებში.
პროექტის მიზნები:მოსწავლეებს გავაცნო ქართული ფოლკლორი, საკრავები და მათი ისტორია. ხალხური სიმღერები რომელშიც ასახულია ხალხის ყოფა, ადათწესები ისტორია და ტრადიცია.
მონაწილეთა ასაკი, 12-13 წელი .VIIკლასი
ვადები/ხანგრძლიობა: ორი თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას პროექტის განხორციელებისთვის მოსწავლეები ისწავლიან თავიანთი ქვეყნის კულტურას, საკრავების ისტორიას როგორ იქმნებოდა და როგორ მოაღწია ჩვენამდე ქართულმა ხალხურმა საკრავებმა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები , ენციკლოპედია, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა:[ძირითადი აქტივობები]ხალხური საკრავები სამ ჯგუფად იყოფა: სიმებიანი ჩასაბერი და დასარტყამი. შესაბამისად კლასსაც სამ ჯგუფად დავყოფ და თვითოეულ ჯგუფს მიუთითებ დავალებას, მოიძიონ ინფორმაცია ხალხურ საკრავებზე, მის შექმნაზე, როგორ შეიქმნა და რისგან მზადდება თითოეული საკრავი. აგრეთვე ისაუბრებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დამზადებულ ერთი და იგივე დასახელებულ საკრავებზე მათ მსგავსება განსხვავებებზე. რა განსაკუთრებული თვისებები ახასიათებთ თვითეული საკრავის ტემბრსა და ჟღერადობას, ისაუბრებენ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნების ხალხურ საკრავებზე რომელ მოსაზღვრე ქვეყნებში გვხვდება ჩვენი ქვეყნის მსგავსი ტიპის საკრავები, მოიძიებენ საკრავების ფოტო მასალას კომპიუტერის საშუალებით ასევე მუსიკალურ ჩანაწერებს, რამდენიმე სიმგერას და მელოდიას ამ საკრავების საშუალებით.
საგნებთან კავშირი:მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ხელოვნებასა და მუსიკაში. მუს.VII.6.მოსწავლე ავლენს ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევას, მუშაობს ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად, ეხმარება თანაკლასელებს ყურს უგდებს განსხვავებულ აზრს
მუს.VII.14.მოსწავლე ანსხვავებს მუსიკალურ საკრავებს, ამოიცნობს საკრავებს ფორმისა და ჟღერადობის მიხედვით, ცნობს და ასახელებს საკრავის ცალკეულ ნაწილებს(ხემი, ჯორაკი, კლავიში), ასაბუთებს თავის დამოკიდებულებას იმ ინსტრუმენტის მიმართ რომელიც გამოარჩია სხვა ინსტრუმენტებისაგან, (მოსწონს მასზე შესრულების მანერა, ტემბრი, ფორმა)
პროექტის ხელმძღვანელი:ლელა შეყრილაძე
პროექტის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
1-5
|
6-8
|
9-10
|
დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა
|
არ აქვს არცერთ კითხვაზე პასუხი
|
კითხვებზე ცემს პასუხს ხშირად მცირე შეცდომებით
|
ყველა კითხვაზე აქვს დასაბუთებული პასუხი
|
პრეზენტაციის გაკეთების უნარი
|
ვერ აკეთებს პრეზენტაციას
|
პრეზენტაციას აკეთებს მასწავლებლის დახმარებით
|
დამოუკიდებლად აკეთებს პრეზენტაციას
|
პროექტში ჩართულობა
|
არ არის აქტიურად ჩართული პროექტში
|
ასახელებს მუსიკალურ საკრავებს ნაწილობრივ უშვებს შეცდომებს
|
აქტიურად არის ჩართული პროექტში
|
No comments:
Post a Comment